სურინამი
რეიტინგი: 2033
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
გი სურინამი მარლონ კასლანი 0
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
სურინამი როჯერ მატოევი 2067
სურინამი კასანოვა რომარიო სანჩესი 2029
სურინამი ვირეშ გიასი 2024
ფა სურინამი დევპერკაშ გაჯადინი 2010
სურინამი სურაჯ ჰანოემანი 1996
სურინამი — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. სურინამი ერთ-ერთია იმ ოთხი სამხრეთამერიკული ქვეყნიდან (ბრაზილია, გაიანა, საფრანგეთის გვიანა), სადაც სახელმწიფო ენა ესპანური არ არის. სურინამი ადრე ცნობილი იყო როგორც ნიდერლანდების გაიანა, ნიდერლანდების გვიანა ან ჰოლანდიის გვიანა. მდებარეობს საფრანგეთის გვიანისა და გაიანას შორის. სამხრეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, ხოლო ჩრდილოეთიდან ატლანტის ოკეანე. ქვეყნის საზღვრის სამხრეთი ნაწილი საფრანგეთის გვიანასთან მდინარე მარონზე სადავო ტერიტორიაა. 165 000 კმ² ფართობით, სურინამი ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფოა ფართობისა და მოსახლეობის (560 000) მიხედვით სამხრეთ ამერიკაში. მათი უდიდესი ნაწილი თავმოყრილია ჩრდილოეთ სანაპირო ზოლში, სადაც მდებარეობს დედაქალაქი პარამარიბო. სურინამი ერთადერთი ნიდერლანდურენოვანი ქვეყანაა დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელიც არ შედის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში. მისი საზღვრების შიგნით ცხოვრობს პროცენტულად ბევრად მეტი მუსლიმი, ვიდრე მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში.