რუსეთი
რეიტინგი: 2767
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
სო,ფსმ რუსეთი ანდრეი ფილატოვი 0
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
რუსეთი ვლადიმერ კრამნიკი 2779
რუსეთი სერგეი კარიაკინი 2773
რუსეთი იან ნეპომნიაში 2768
რუსეთი დიმიტრი იაკოვენკო 2748
რუსეთი ნიკიტა ვიტიუგოვი 2730
რუსეთი — ევრაზიის ქვეყანა. ის არის ფედერაციული რესპუბლიკა. რუსეთი შედგება 83 ფედერაციულ სუბიექტისგან. ქვეყნის სახმელეთო საზღვარი ყველაზე დიდია მსოფლიოში. რუსეთის დასავლეთ მხარეს ესაზღვრება ევროპული სახელმწიფოები: ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი, ეს ორი სახელმწიფო რუსეთის მხოლოდ ერთი ადმინისტრაციულ სუბიექტს კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება. რუსეთს ასევე ესაზღვრება: ბელარუსი, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ჩინეთი, მონღოლეთი და ჩრდილოეთი კორეა. რუსეთს ოფიციალური საზღვარი არ გააჩნია იაპონიასთან და აშშ-სთან, მაგრამ ამ ორ ქვეყანას ის ზღვის მეშვეობით უკავშირდება, იაპონიასა და რუსეთს შორის მდებარეობს ოხოტის ზღვა, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის მდებარეობს ბერინგის სრუტე.