ლიბერია
რეიტინგი: 1381
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
ფა ლიბერია ტომას კარია 1775
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
ლიბერია ბარკონ ჰარმონი 1896
ფა ლიბერია ჯაიკობ ჯალაჰ 1835
ლიბერია თომას სააჰი 1791
ლიბერია ჯამეს ტონდო 0
ლიბერია ტომ სოიერი 0
ლიბერია — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ლიბერიას დასავლეთით ესაზღვრება სიერა-ლეონე, ჩრდილოეთით გვინეა, აღმოსავლეთით კი კოტ-დ’ივუარი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 111 369 კმ², მოსახლეობა კი დაახლოებით ოთხ მილიონ ადამიანს. ლიბერიის ოფიციალური ენა არის ინგლისური, თუმცა ინგლისურის გარდა კიდევ ოცდაათამდე ადგილობრივ ენაზე საუბრობენ. ქვეყნის სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი მანგროს ტყეებით არის დაფარული, ამავდროულად ქვეყნის შიგნით ნაკლებად დასახლებული ადგილები შედგება ღია ტყეებისგან, რომლებიც მშრალ სათიბ-საძოვარ ზეგნებზე მდებარეობენ. კლიმატი ცხელი და ეკვატორულია, მაისი-ოქტომბრის პერიოდში არის წვიმების სეზონი რა დროსაც შეინიშნება ნალექთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო დანარჩენი თვეების განმავლობაში ჰარმატანული ქარები ქრის. ლიბერია ასევე მოიცავს ზემო გვინეის ტყეების ორმოც პროცენტს.