ყაზახეთი
რეიტინგი: 2544
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
ფა,სა,ფსმ,სო ყაზახეთი პაველ კოცური 2539
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
ყაზახეთი რინატ იუმაბაიევი 2608
ყაზახეთი მურთაზ კაჟგალიევი 2575
ფმ ყაზახეთი ანუარ ისმაგამბეტოვი 2542
ყაზახეთი პეტრ კოსტენკო 2451
ყაზახეთი დენის მახნევი 2438
ყაზახეთის რესპუბლიკა — ტრანსკონტინენტური ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, რომლის მცირე ნაწილიც ურალის დასავლეთით ხვდება აღმოსავლეთ ევროპაში. ყაზახეთი არის მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანა, ხოლო ხმელეთით გარშემორტყმულ ქვეყნებს შორის უდიდესი, მისი ფართობი შეადგენს 2 727 300 კვადრატულ კილომეტრს, რაც აღემატება დასავლეთი ევროპის ფართობს. მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მოძრაობის მიხედვით): რუსეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და კასპიის ზღვა. ყაზახეთის ტერიტორია მოიცავს: ვრცელ ველებს, ტაიგას, კანიონებს, გორებს, დელტებს, მუდმივი თოვლით დაფარულ მთებს და უდაბნოებს. 17 მილიონზე მეტი მაცხოვრებლით მისი საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 6 ადამიანს შეადგენს კვ. კილომეტრზე. დედაქალაქი ალმათიდან ასტანაში 1997 წელს გადავიდა.