იტალია
რეიტინგი: 2555
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
ფსმ იტალია არტურ კოგანი 2547
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
იტალია დანიელე ვოკატურო 2617
იტალია საბინო ბრუნელო 2555
იტალია ლუკა ჯუნიორ მორონი 2547
იტალია მიკელე გოდენა 2502
იტალია ალესიო ვალსეჩი 2500
იტალია — უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია. სამხრეთით ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი. ამავე დროს იტალია შვეიცარიის ტერიტორიაზე ფლობს ექსკლავ კამპიონე-დ'იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატით. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.