ინდონეზია
რეიტინგი: 2388
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
ფი ინდონეზია კრისტიანუს ლიემი 0
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
ინდონეზია ნოვენდრა პრიასმორო 2485
ინდონეზია სინ ვინშანდ კუჰენდი 2441
ინდონეზია აზარია ჯოდი სეტიაკი 2350
ფი ინდონეზია პიტრა ანდიკა 2274
ინდონეზია მუჰამედ აგუს კურნიავანი 2239
ინდონეზია — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში. ინდონეზია არქიპელაგს წარმოადგენს, რომელიც 17 508 კუნძულს მოიცავს. იყოფა 33 პროვინციად. მოსახლეობა 238 მილიონ ადამიანს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. ინდონეზია რესპუბლიკაა, არჩეული საკანონმდებლო ორგანოთი და პრეზიდენტით. დედაქალაქია ჯაკარტა. სახმელეთო საზღვარი აქვს პაპუა ახალ გვინეასთან, აღმოსავლეთ ტიმორთან და მალაიზიასთან. სხვა არაპირდაპირ მეზობელ ქვეყნებად მიიჩნევა სინგაპური, ფილიპინები, ავსტრალია, პალაუ, და ინდოეთის კუთვნილი ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები. ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის დამფუძნებელი წევრია და დიდი ოცეულის წევრია. ინდონეზიის ეკონომიკა მეთექვსმეტე უდიდესია მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ და მეთხუთმეტე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მხრივ.