უნგრეთი
რეიტინგი: 2674
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
ფმ უნგრეთი ჩაბა ბალოგი 2625
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
უნგრეთი ზოლტან ალმაში 2702
უნგრეთი პიტერ ლეკო 2691
უნგრეთი ფერენც ბერკეში 2678
უნგრეთი ბენჯამინ გლედურა 2626
უნგრეთი ვიქტორ ერდოში 2609
უნგრეთი — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. მას ჩრდილოეთით სლოვაკეთი, აღმოსავლეთით - უკრაინა და რუმინეთი, სამხრეთით - სერბეთი და ხორვატია, სამხრეთ-დასავლეთით - სლოვენია, ხოლო დასავლეთით ავსტრია ესაზღვრება. ქვეყნის დედაქალაქია ბუდაპეშტი. უნგრეთი არის ევროკავშირის, NATO-ს, OECD-ის, შენგენის შეთანხმებისა და ვიშეგრადული ჯგუფის წევრი. ქვეყნის ოფიციალური ენა უნგრულია, აგრეთვე ცნობილი როგორც Magyar. იგი არის ფინურ-უნგრული ჯგუფის ნაწილი და წარმოადგენს ევროპაში ყველაზე გავრცელებულ არაინდოევროპულ ენას.