საბერძნეთი
რეიტინგი: 2593
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
ფმ საბერძნეთი სპრიდონ კაპნისისი 2471
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
საბერძნეთი იოანის პაპაიოანოუ 2634
ფმ საბერძნეთი ჰრისტოს ბანიკასი 2601
საბერძნეთი დიმიტრიოს მასტროვასილისი 2586
საბერძნეთი ანტონიოს პავლიდისი 2552
საბერძნეთი იოანის ნიკოლადისი 2544
საბერძნეთი — სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. საბერძნეთს სახმელეთო საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით აქვს ალბანეთთან და მაკედონიის რესპუბლიკასთან, ჩრდილოეთით ბულგარეთთან და თურქეთთან. საბერძნეთს აღმოსავლეთიდან აკრავს ეგეოსის ზღვა, იონიის ზღვა დასავლეთიდან, ხოლო სამხრეთიდან ხმელთაშუა ზღვა. საბერძნეთის სანაპირო ზოლი 13 676 კილომეტრით მსოფლიოში მეოცეა, რომელიც ქმნის კუნძულების დიდი რაოდენობას (დაახლოებით 1400 საიდანაც 227 დასახლებულია). მათ შორისაა: კრეტა, დოდეკანესი, იონიის კუნძულები, კიკლადი. საბერძნეთის 80 % შედგება მთიანი რელიეფისგან და მისი უმაღლესი მთა ოლიმპო 2917 მეტრს აღწევს.