საქართველო
რეიტინგი: 2640
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
საქართველო ნინო გურიელი 2295
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
საქართველო ივან ჩეპარინოვი 2718
საქართველო ბაადურ ჯობავა 2646
საქართველო მიხეილ მჭედლიშვილი 2608
საქართველო ლევან ფანცულაია 2587
ფსმ საქართველო დავით ჯოჯუა 2583
საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია. დედაქალაქი - თბილისი. საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა. ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია. ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. იგი არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. საქართველოს საზღვაო ქალაქი ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ბათუმი ულამაზესი ქუჩებით, შადრევნებითა და ხმაურიანი მაღაზიებით არის სავსე. ღამღამობით ქალაქი საოცრად არის გაჩირაღდნებული, ქალაქის კლიმატი კი შავ ზღვაზეა დამოკიდებული. ბათუმში უამრავი ღირშესანიშნაობაა, როგორიცაა აჭარის მუზეუმი, ბოტანიკური ბაღი, ბათუმის აკვარიუმი და ა.შ.