საქართველო 2
რეიტინგი: 2522
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
ფმ საქართველო 2 ლაშა ჯანჯღავა 2470
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
საქართველო 2 ლუკა პაიჭაძე 2564
საქართველო 2 გიგა ყუფარაძე 2517
საქართველო 2 დავით მაღალაშვილი 2508
საქართველო 2 თორნიკე სანიკიძე 2497
საქართველო 2 ირაკლი ბერაძე 2495

საქართველო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია. დედაქალაქი - თბილისი. საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა. ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია. ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. იგი არა მარტო შენარჩუნებული იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. საქართველოს საზღვაო ქალაქი ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ბათუმი ულამაზესი ქუჩებით, შადრევნებითა და ხმაურიანი მაღაზიებით არის სავსე. ღამღამობით ქალაქი საოცრად არის გაჩირაღდნებული, ქალაქის კლიმატი კი შავ ზღვაზეა დამოკიდებული. ბათუმში უამრავი ღირშესანიშნაობაა, როგორიცაა აჭარის მუზეუმი, ბოტანიკური ბაღი, ბათუმის აკვარიუმი და ა.შ.