ესვატინი
რეიტინგი: 1525
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
ფმ ესვატინი ვალერიან გაფრინდაშვილი 2387
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
ესვატინი სმილო ჰლოპე 1608
ეი ესვატინი მაბუზა მბონგენი 1560
ესვატინი ვიუო ნქუმალო 1525
ეი ესვატინი სიკჰანისო სილონგონიანე 1408
ფა ესვატინი სობჰი მზიაკო 1405
სვაზილენდი — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. სამხრეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას (საზღვრების სიგრძე — 430 კმ), აღმოსავლეთით — მოზამბიკს (105 კმ). საზღვრების საერთო სიგრძე — 535 კმ. ქვეყნის საერთო ფართობი — 17 363 კმ² (ხმელეთის ფართობი — 17 200 კმ²). იგი პატარა ქვეყანაა, მისი სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთით 200 კილომეტრზე ნაკლებია, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთით 130 კილომეტრზე ნაკლები. ქვეყნის დასავლეთი ნაწილი მთიანია, ხოლო აღმოსავლეთი დაბლობი. ქვეყანა მდებარეობს ველდის პლატოზე, რომელიც საფეხურებად ეშვება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ყველაზე მაღალი წერტილია — ემლემბეს მთა (Emlembe; 1862 მეტრი), ყველაზე დაბალი წერტილი კი — მდინარე მაპუტუ (უსუტსუ) (21 მეტრი). სვაზილენდში არსებობს რამდენიმე თანდათანობით დადაბლებულ დაბლობი. მთავარი მდინარეებია — მაპუტუ, კომატი, უმბელუზი. დასავლეთში კლიმატი ზომიერია, თუმცა დაბლობში ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 40 °C-ს. ზაფხული ძირითადად წვიმიანია, ნალექის დონემ შეიძლება მიაღწიოს 2 მეტრს. ძირითადი ბუნებრივი რესურსები: ნახშირი, მერქანი, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, ტყეები, არსებობს ოქროს და ალმასის მცირე საბადოები. ტერიტორიის დაახლოებით 11 % უკავია სახნავ-სათეს სავარგულებს, მინდვრებს და საძოვრებს — 62 %. 2007 წლის აღწერის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 018 449 ადამიანს. დედაქალაქი — მბაბანე. დღეისთვის მოსახლეობა წარმოადგენს ცალსახად ეთნიკურ სვაზებს, ხოლო ოფიციალური ენებია — სვატი, ინგლისური.