დანია
რეიტინგი: 2481
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
ფი დანია თავს ბჯერე 2039
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
დანია ჯეიკობ ვანგ გლუდი 2514
დანია საიმონ ბეკერ-ჯენსენი 2482
დანია ნიკოლაი მიკელსენი 2467
დანია ბიორნ მოლერ ოჩნერი 2462
დანია ჯონას ბულ ბჟერე 2423
დანია (დან. Danmark), ოფიციალურად დანიის სამეფო — სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, რომლის შემადგენლობაში შედის ორი დომინიონი — ფარერის კუნძულები ატლანტის ოკეანეში და გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკაში. საკუთრივ დანია სკანდინავიურ ქვეყნებს შორის ყველაზე სამხრეთით მდებარე სახელმწიფოა. მდებარეობს შვედეთისა და ნორვეგიის სამხრეთით, ხოლო ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც მას სახმელეთო საზღვარი გააჩნია, არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს იუტლანდიის ნახევარკუნძულსა და უამრავ კუნძულზე, რომელთა შორის აღსანიშნავია ზელანდია, ფიუნი, ლოლანი, ფალსტერი და ბორნჰოლმი, ასევე უამრავი მცირე ზომის კუნძული, რომელთა ერთობლიობა ქმნის დანიის არქიპელაგს.