კანადა
რეიტინგი: 2539
წოდება ქვეყანა კაპიტანი რეიტინგი
ფმ კანადა ვიქტორ პლოტკინი 2316
წოდება ქვეყანა მოთამაშე რეიტინგი
კანადა ერიკ ჰანსენი 2629
კანადა ალექსანდრე ლესიჟი 2515
კანადა რაზვან პროტუ 2513
კანადა ამან ჰამბელტონი 2497
ფმ კანადა ნიკოლაი ნორიცინი 2482
კანადა — ქვეყანა ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, დასავლეთ ნაწილს წყნარი ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე. კანადას მსოფლიოში ფართობის მიხედვით მეორე ადგილი უკავია რუსეთის შემდეგ. სახმელეთო მეზობლებიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა ესაზღვრება – აშშ, დასავლეთიდან ესაზღვრება აშშ-ს შტატი ალასკა. კანადა ფედერაციული სახემწიფოა, ქვეყანა შედგება ათი პროვინციისა და სამი ტერიტორიისაგან, კანადის მმართველია პრემიერ-მინისტრი, სიმბოლურად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს და შესულია ერთა თანამეგობრობაში. ქვეყნის ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული. კანადა გაერთიანებულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათგან აღსანიშნავია: ნატო, დიდი რვიანი, დიდი ოციანი, OECD, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, OAS, აზია-წყნარი ოკეანური ორგანიზაცია, და გაერო. ადამიანის განვითარების ინდექსის მაჩვენებლით კანადა მე-8 პოზიციაზეა მსოფლიოში.