სკოლის ინსტრუქტორის სემინარი ბათუმში, საქართველო

ესპანეთის ჭადრაკის ფედერაციამ (FEDA), ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციამ (FIDE), მონიტორინგისა და მწვრთნელების ტექნიკურ კომიტეტთან (CTMYE) და სპორტის საბჭოსთან (CSD) ერთად, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით შეიმუშავა კურსი მასწავლებლებისთვისა და სკოლის ინსტრუქტორებისთვის იმ მიზნით, რომ ჭადრაკი საგანმანათლებლო საზოგადოებაში შემოიტანოს.

ჭადრაკი, როგორც მრავალმა კვლევამ აჩვენა, შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ერთ-ერთი საგანმანათლებლო მეთოდი. თანაგრძნობა, სოციალიზაცია, მოწინააღმდეგის პატივისცემა, კონცენტრირება და გადაწყვეტილების მიღების უნარი არის რამდენიმე იმ ასპექტებიდან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ მოსწავლის მუშაობისა და ქცევის უნარებში.

მასწავლებლის როლი ახალგაზრდა ადამიანების წვრთნაში ძირითადი ღერძია, რომელიც გავლენას ახდენს მომავალი თაობის განვითარებაზე. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ესპანეთის სხვადასხვა ტერიტორიებზე, სადაც ჭადრაკს წარმატებით იყენებენ მასწავლებლები ან პედაგოგიის გამოცდილების მქონე ინსტრუქტორები, ეს მეთოდი იმედით სავსე მომავალს გვპირდება.

კურსი იძლევა იმ ძირითად ცოდნას, რაც მასწავლებელს საკუთარ საკლასო ოთახში ჭადრაკის კურსის ორგანიზებაში დაეხმარება; სილაბუსით, რომელიც შექმნილია თამაშის მცოდნე პროფეიონალების, ფსიქოლოგებისა და ამ სფეროში ფართო გამოცდილების მქონე პედაგოგების მიერ.

წარმატებული სტუდენტი მიიღებს ორ სერთიფიკატს, ერთი - FEDA-ს  CSD-ის მხარდაჭერითა და მეორე - FIDE-ს სკოლის ინსტრუქტორის წოდებას. ინფორმაცია ამ წოდების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებული ბმულზე: http://cis.fide.com/en/documents

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ამ ახალი სწავლების მრავალი კურსი, რომელსაც იყენებენ ლათინურ ამერიკაში და ესპანეთში http://cis.fide.com.


ორგანიზატორები:

ესპანეთის ჭადრაკის ფედერაცია

იბერიულ-ამერიკული ჭადრაკის ფედერაცია

FIDE – კომისია ჭადრაკი სკოლაში

Aდგილმდებარეობა: ბათუმი, საქართველო

თარიღი: 24-27 სექტემბერი

საათების რაოდენობა: 15

განრიგი:

24 სექტემბერი 15:00-19:00 (4 საათი)

25 სექტემბერი 15:00-19:00 (4 საათი)

26 სექტემბერი 15:00-19:00 (4 საათი)

27 სექტემბერი 15:00-18:00 (3 საათი)

ენები: ესპანური, ინგლისური

ლექტორები: ხოსე ფ. სუარეს როა (FIDE-ს უფროსი მწვრთნელი), კევინ ო'კონელი (FIDE-ს უფროსი მწვრთნელი)

რეგისტრაციის საფასური: 150 ევრო

FIDE-ს წოდების საფასური: 50 ევრო

ორივე გადასახდი უნდა დაიფაროს კურსის დაწყებამდე

სარეგისტრაციო ელ-ფოსტა და კითხვებისთვის: pepsuarez@gmail.com.

დასარეგისტრირებლად, გამოაგზავნეთ დასრულებული სარეგისტრაციო ფორმა (ყველა ინფორმაცია მნიშვნელოვანია) პასპორტის ტიპის ფოტოსთან ერთად

რეგისტრაციისა და გადახდის ბოლო ვადა: 23 სექტემბერი, ან როდესაც 30 ადგილი შეივსება

კვალიფიკაციები, რომელსაც მიიღებთ: ორი დიპლომი:

1. FEDA-ს სწავლების დიპლომი (Docente de Ajedrez - level 1)

2. FIDE-ს სკოლის ინსტრუქტორის წოდება

მოთხოვნები: კურსის დასასრულებლად არ არის საჭირო ჭადრაკის ცოდნაში წინასწარი გამოცდილება. სწავლების გამოცდილება იმდენადვე დაფასებულია, როგორც ჭადრაკის ცოდნის ექსპერტობა ან ჭადრაკის გაკვეთილების ჩატარების გამოცდილება. (ყველა ინფორმაცია მნიშვნელოვანია) დარწმუნდით, რომ აგზავნით პარპორტის ტიპის ფოტოს.