FIDE-ს სემინარი მწვრთელებისთვის ბათუმში

მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში FIDE-ს მწვრთნელთა კომისიის ორგანიზებით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან და ევროპის საჭადრაკო კავშირთან  თანამშრომლობით 26 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე მწვრთნელებისთვის ბათუმში ჩატარდება  სემინარი.

სემინარის მიზანია მწვრთელებისა და ჭადრაკის მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და მათი სერთიფიცირება საერთაშორისო წესების მიხედვით. სერთიფიკატი გაიცემა FIDE-სა და FIDE-ს მწვრთნელთა კომისიის მიერ.

სემინარს გაუძღვება საერთაშორისო არბიტრი - ეფსტრატიოს გრივასი.

სემინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

მონაწილეობა თანხა შეადგენს 100 ევროს.

რეგისტრაციისა და მონაწილეობის თანხის ჩარიცხვის დედლაინია 25 სექტ. 2018.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ FIDE-ს მწვრთნელთა კომისიის მდივანს ეფსტრატიოს გრივასს: grivasefs@yahoo.co.uk

სემინარის განრიგი: (აქ)