ფიდეს არბისტრთა სემინარი, ბათუმში

ფიდეს არბიტრთა კომისიისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობითა და ფიდეს ეგიდით - საქართველოში, კერძოდ ბათუმში, 2018 წლის 26 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას ფიდეს არბიტრების სემინარები გაიმართება.

ლექციას წაიკითხავს საერთაშორისო არბიტრი სტიუარტ რუბენი (ინგლისი),  ფიდეს წესების კომისიის მრჩეეველი და ფიდეს ლექტორი და ლექტორის ასისტენეტი იქნება არის მარგეთისი (კანადა), ფიდეს არბიტრთა კომისიის მდივანი.

სემინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

მონაწილეობა ყველასთვის უფასოა.

სემინარი ფიდეს არბიტრის ნორმებსა და ტიტულებს გასცემს, არბიტრების ტიტულების რეგულაციების შესაბამისად.


დეტალური ინოირმაციისთვის:

საერთაშორისო არბიტრი:  არის მარგეთისი

ელ-ფოსტა: arismarghetis@rogers.com

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ აქ


საერთაშორისო არბიტრი თეკის ნიკოლოპუსი

თავჯდომარე

ფიდეს არბიტრებთა კომისია