ზურაბ აზმაიფარაშვილმა ფიდეს ახალ პრეზიდენტს საჩუქარი გადასცა
5 ოქტომბერი 2018
ზურაბ აზმაიფარაშვილმა ფიდეს ახალ პრეზიდენტს საჩუქარი გადასცა

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლო მეთერთმეტე ტურში ფიდეს ახალმა პრეზიდენტმა არკადი დვარკოვიჩმა ქალთა სექციის პირველ დაფაზე სვლა გააკეთა, რის შემდეგაც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა ბატონ დვარკოვიჩს "დიადემას" მიერ დამზადებული სიმბოლური საჩუქარი გადასცა.