პირველი სვლა - ფიდეს ახალარჩეული პრეზიდენტისგან
5 ოქტომბერი 2018
პირველი სვლა - ფიდეს ახალარჩეული პრეზიდენტისგან

დღეს 5 ოქტომბერია, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლო მე-11 ტური. ფიდეს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა არკადი დვარკოვიჩმა პირველი სვლა გააკეთა ქალთა სექციის პირველ დაფაზე, რის შემდეგაც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა მას "დიადემას" მიერ დამზადებული სიმბოლური საჩუქარი გადასცა.