მედიის ოფიციალური გუნდი - ხალისი და ჭადრაკი!
5 ოქტომბერი 2018
მედიის ოფიციალური გუნდი - ხალისი და ჭადრაკი!

ეს ყველა ჩვენგანისთვის იყო უდიდესი პატივი და სიამოვნება, ისევე როგორც უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩვენი მიზანი იყო შეგვეთავაზებინა მილიონობით ჭადრაკის მოყვარულთათვის მსოფლიოს გარშემო საუკეთესოდ ორგანიზებული 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა. ჩვენი მუშაობის ხარისხი და შესაბამისობა დღითი დღე იზრდებოდა. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი გრძნობები. ერთი მხრივ, ეს იყო პრაქტიკული და კონკრეტული, ხოლო მეორე მხრივ, კრეატიული, ესთეტიური, ემოციური და პოეტურიც კი. ეს ჩვენებურად გავაკეთეთ! ეს ჭადრაკის სამყაროა. დარწმუნებული ვარ, ჭადრაკის მოყვარულებმა ეს დააფასეს.

პროფესიონალური და კრეატიული

43-ე მსოფლიო ოლიმპიადის ორგანიზატორების კომიტეტი ამაყი უნდა იყოს თავისი ოფიციალური მედია ჯგუფით, რეპორტიორებით, ოპერატორებით, ფოტოგრაფებით, კომენტატორებით, კოლუმნისტებით, სოციალური მედიისა და ვებსაიტის ტექნიკოსებით.

საქართველოს საჭადრაკო ფედერაციას შეუძლია ენდოს საკუთარ პროფესიონალ, გამოცდილ და კრეატიულ გუნდს სხვა დიდი საჭადრაკო ღონისძიებების დროს.

ეს იყო ფანტასტიური და განსაკუთრებული გამოცდილება ყველა ჩვენგანისთვის: ირინე გულიაშვილი, ლაშა გოდუაძე, ნინია თოფურიძე, ლექსო მაისურაძე, ნუკა ჩივაძე, სალომე ჩლაიძე, ანანო კენკიშვილი, ირინკა კევლიშვილი, ანუკა ანთიძე, ელენე ლომსაძე, ნინი გოგიჩაიშვილი, სერგო კარაკოზოვი, მირიან შენგელაია, კახი ბილანიშვილი, ვატო გომარელი, ლუკა მუხიგული, სოსო ყიფშიძე, ნინო მაისურაძე, ქეთი წაწალაშვილი, ავთო სუჯაშვილი, დათო აფხაიძე, ზაზა რევიშვილი, გოგა ჩანადირი, სეირან ბაროიანი, ალექსანდრე კოტორაშვილი, ალინა ლამი, ამრუტა მოკალი, ლანა აფანდიევა, პოლ ტრუონგ და დეივიდ ლადა, ფოტოგრაფების ხელმძღვანელები.

მადლობა მუშაობისთვის - გილოცავთ თითოეულ თქვენგანს!

Gens Una Sumus! – “ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!“

ჟან-მიშელ პეშინი

პრესის ხელმძღვანელი