იგორ იარმონოვი (უკრაინა)
4 ოქტომბერი 2018
იგორ იარმონოვი (უკრაინა)

IPCA-ს ოლიმპიური გუნდის პირველი შეხვედრა

საჭადრაკო კომპოზიციებში ორგზის მსოფლიო ჩემპიონის, დავით გურგენიძის სურვილია ხმა მივცეთ იგორ იარმონოვს, რომელიც ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის (2002,2013,2016,2018).

16 წლის განმავლობაში იგორი IPCA-ს ოლიმპიური გუნდის წევრი გახლავთ. 

იგორ იარმონოვი არის საერთაშორისო ოსტატი. ასევე FIDE-ს საჭადრაკო კომპოზიციების ოსტატი. საერთო ჯამში მისი 250 კომპოზიცია გამოქვეყნდა. 

შეჯიბრებებში მას მიღებული აქვს 130 ჯილდო. 

სწორედ ჭადრაკის სიყვარულია ის, რაც მას ასე ეფექტურს ხდის. ის იმსახურებს რომ მიიღოს ჟურნალისტების ჯილდო (Journalists’ Choice Award).