ბათუმი 2018: მნიშვნელოვანი შეტყობინება დახურვის ცერემონიის შესახებ!
5 ოქტომბერი 2018
ბათუმი 2018: მნიშვნელოვანი შეტყობინება დახურვის ცერემონიის შესახებ!

ძვირფასო მეგობრებო, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა დასასრულს უახლოვდება. გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან. საღამოს გაიმართება ოლიმპიადის დახურვის ცერემონია. 20:00 საათზე ყველას გელოდებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ულამაზეს შენობაში. გთხოვთ თან იქონიოთ თქვენი ბეიჯები. გამარჯვებულებს ვთხოვთ მობრძანდნენ საკონცერტო დარბაზის წინა რიგებთან და გაარკვიონ დეტალები სცენაზე ასვლის შესახებ. არაფორმალური და სასიამოვნო გარემო ელოდებათ ოლიმპიადის ყველა გუნდსა და სტუმარს მისაღებში, ცივი სასმელებითა და რა თქმა უნდა, ქართული ღვინით. სპეციალურად დამონტაჟებული ეკრანები ასევე იქნება მისაღებში სადაც თქვენ შეძლებთ უყუროთ დახურვის ცერემონიას.