ბათუმი 2018: ჟუ ვენჟუნი მსოფლიოს ახალი ჩემპიონია!
18 მაისი 2018
ბათუმი 2018: ჟუ ვენჟუნი მსოფლიოს ახალი ჩემპიონია!

27 წლის ჩინელი დიდოსტატი ჟუ ვენჟუნი ქალთა შორის მსოფლიოს ახალი ჩემპიონია!
ჩინეთში, შანხაისა და ჩონკინგში გამართულ საჩემპიონო მატჩში ვენჟუნმა ტიტულის აწ უკვე ყოფილ მფლობელს, თანამემამულე ტან ჟონგის 5,5:4,5 მოუგო. უკანასკნელი, მე-10 პარტია ჩონკინგში დღეს გაიმართა და ყაიმით დასრულდა.

იუ ვენჟუნი 2008 წლიდან თამაშობს ჩინეთის ქალთა ნაკრებში და გუნდთან ერთად 2009 და 2011 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, 2016 წელს კი ბაქოში ოლიმპიადაც მოიგო.

ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი