ანტიჩითინგი

თაღლითობის საწინააღმდეგო ზომები და პროცედურები

43- საჭადრაკო ოლიმპიადა

ბათუმისაქართველო, 23 სექტემბერი - 6 ოქტომბერი, 2018



ძვირფასო მეგობრებო,

იმ გადაწყვეტილებების მიხედვით, რომელიც 2015 წლის აბუ დაბის FIDE-ს აღმასრულებელმა საბჭომ და 2016 წლის მოსკოვის FIDE-ს საპრეზიდენტო საბჭომ მიიღეს და შემდეგ FIDE-ს მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების (WCOC) კომისიამ და თაღლითობის საწინააღმდეგო კომიტეტმა განმარტა და რომელიც გამოყენებული იქნა 2016 წლის ბაქოს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე, თაღლითობის საწინააღმდეგო ზომები და პროცედურები 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბათუმში, საქართველოში, 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე, იქნება შემდეგნაირად:

1. თითოული ტურის დაწყებამდე: მოთამაშეები და კაპიტნები გაივლიან რენტგენულ კარში (მსგავსად აეროპორტისა) სათამაშო დარბაზში შესვლისას, სანამ დაცვა შეამოწმებს მათ ჩანთებსა და პირად ნივთებს. მათ უნდა დატოვონ მობილური ტელეფონები, საათები და კალმები შესანახად განკუთვნილ ადგილას, ხოლო სათამაშო დარბაზიდან გამოსვლისას შეძლებენ ნივთების უკან მიღებას. იმისთვის რომ თავიდან ავირიდოთ გრძელი რიგები შესასვლელში, მოთამაშეები და კაპიტნები სათამაშო დარბაზში პარტიის დაწყებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე უნდა მოვიდნენ  (ორგანიზატორები შესაბამისად უზრუნველყოფენ ავტობუსების განრიგს). დაგვიანების მაქსიმალური დრო იქნება 15 წუთი (მაგალითად, მოთამაშეს ექნება უფლება თამაშის დაწყების შემდეგ დააგვიანოს მაქსიმუმ 15 წუთით. თუ მოთამაშე მოვა უფრო გვიან, ის გამოცხადდება წაგებულად). შესანახი სივრციდან საკუთარი ნივთების დაბრუნების შემდეგ, მოთამაშეებსა და კაპიტნებს არ აქვთ უფლება დაბრუნდნენ სათამაშო დარბაზში.

2. ტურის მსვლელობისას: 20-30 მოთამაშისთვის ჩატარდება სწრაფი შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. შემოწმებას ჩაატარებენ თაღლითობის საწინააღმდეგოდ მომუშავე არბიტრები სკანერებისა და დეტექტორების გამოყენებით. თითოულ შემოწმებას სჭირდება 5-10 წამი. ეს შემოწმება არ ჩატარდება დაძაბულ მომენტებში (პირველი დროის კონტროლისა და თამაშის დასასრულთან ახლოს). რაიმეს აღმოჩენის შემთხვევაში ჩატარდება დამატებით შემოწმება, ჭადრაკის წესების მიხედვით (11.3.3.) (განცალკევებულ ოთახში, სექტორის არბიტრისა და მთავარი არბიტრების თავმჯდომარის თანდასწრებით). თუ მოთამაშე უარს იტყვის დაემორჩილოს ამ წესებს, არბიტრი მიიღებს შესაბამის ზომებს 12.9-ის მიხედვით და მოთამაშე დამარცხებულად გამოცხადდება.

3. თითოეული ტურის პარტიების დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ: ჩატარდება შემოწმება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 10-20 მოთამაშისთვის, ჭადრაკის წესების მიხედვით (11.3.3.). არბიტრმა შესაძლოა მოთამაშეს თხოვოს უფლება, რომ შეამოწმოს მისი ტანსაცმელი, ჩანთები ან სხვა ნივთები (განცალკევებულ ოთახში). თაღლითობის საწინააღმდეგო არბიტრი ან არბიტრის მოვალეობის შემსრულებელი შეამოწმებს მოთამაშეს და იქნება იმავე სქესის წარმომადგენელი, რაც მოთამაშე. თუ მოთამაშე უარს იტყვის დაემორჩილოს ამ წესებს, არბიტრი მიიღებს შესაბამის ზომებს 12.9-ის მიხედვით და მოთამაშე დამარცხებულად გამოცხადდება. შემოწმებისას პრიორიტეტული იქნებიან ის მოთამაშეები, ვინც თამაში მოიგეს. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება თითოეული სექციის ტოპ მატჩებს, სადაც ყოველი ტურის დროს საგულდაგულოდ შეამოწმებენ ორივე სექციის დაახლოებით 10 მოთამაშეს. დამატებით, თითოეული სექციის დაახლოებით 10 მოთამაშეს დანარჩენი მატჩებიდან შეამოწმებენ მათი პარტიების დასრულებისას ყოველ ტურში. სექტორის არბიტრი და მთავარი არბიტრი გადაწყვეტენ ვინ შემოწმდება თითოეული ტურის მსვლელობისას.

4. ყოველი ტურის თითოეული თამაში შემოწმდება პროფესორი კენ რეგანის პროგრამით და მთავარი არბიტრი და თაღლითობის წინააღმდეგობაზე პასუხისმგებელი სექტორის არბიტრი მიიღებენ ყოველდღიურ შესაბამის მოხსენებებს. მოხსენების თანახმად საეჭვოდ მიჩნეული საქმეები პრიორიტეტული იქნება შემოწმებისთვის ტურის მსვლელობისას და დასრულებისას.

5. ტურის დროს მოთამაშისა ან კაპიტნის ყველა შესაძლო საჩივარი თაღლითობის საწინააღმდეგო ფიდეს რეგულაციების მიხედვით განიხილება და მოთამაშეებმა ან კაპიტნებმა უნდა შეავსონ ტურნირის შიდა საჩივრების ფორმა დ.ა.შ.

ზოგადი ინფორმაცია:

იქნება ერთი სექტორის არბიტრი (ს/ა კლაუს დევენტერი გერმანიიდან, FIDE-ს თაღლითობის საწინააღმდეგო კომისიის და არბიტრების კომისიის წევრი), რომელიც მოაგვარებს მხოლოდ თაღლითობასთან დაკავშირებული საკითხებს ოლიმპიადაზე (ის არ იქნება თამაშების ზედამხედველი). მისი პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება დაახლოებით 20 არბიტრი (თაღლითობის საწინააღმდეგო არბიტრები), რომლებიც ჩაატარებენ სწრაფ შემოწმებებს სკანერებითა და დეტექტორებით ტურების მსვლელობისას და საგულდაგულო შემოწმებებს განცალკევებულ ოთახში, FIDE-ს ჭადრაკის წესების, პუნქტი 11.3.3. მიხედვით, დაუყოვნებლივ თითოეული ტურის დასრულების შემდეგ. სექტორის არბიტრი და მთავარი არბიტრი გადაწყვეტენ რომელი მოთამაშე უნდა შემოწმდეს და ინსტრუქციებს მისცემენ თაღლითობის საწინააღმდეგო არბიტრებს.

თაღლითობის საწინააღმდეგო არბიტრებს, გარდა მოთამაშეებს შემოწმებისა სკანერებით და დეტექტორებით, ექნებათ პასუხისმგებლობა გააკონტროლონ მოთამაშეები სათამაშო დარბაზიდან გამოსვლისას ან როდესაც ისინი იქნებიან საპირფარეშოში, ბარში ან მოსაწევად განკუთვნილ ადგილზე და აიცილონ თავიდან ნებისმიერი კომუნიკაცია მოთამაშეებს შორის ან მოთამაშესა და ნებისმიერ სხვა პიროვნებას შორის. მოთამაშეებსა და კაპიტნებს უფლება აქვთ ერთმანეთთან ისაუბრონ მხოლოდ FIDE-ს ჭადრაკის წესების მიხედვით და მხოლოდ მატჩის არბიტრის თანდასწრებით, არბიტრისთვის გასაგებ ენაზე.

FIDE-ს ჭადრაკის წესების 11.2.4 პუნქტის მიხედვით მოთამაშეებმა უნდა შეატყობინონ მატჩის არბიტრს, როდესაც დააპირებენ სათამაშო დარბაზის დატოვებას (მაგალითად იმისთვის, რომ გავიდნენ საპირფარეშოში, ბარში ან მოსაწევად განკუთვნილ სივრცეში). თამაშის მიმდინარეობისას მათ არ აქვთ უფლება დატოვონ სათამაშო დარბაზი.

მატჩის არბიტრი ვალდებულია მოთამაშის საეჭვო საქციელისას გააკეთოს წერილობითი აღრიცხვა (მაგალითად, თუ მოთამაშე ხშირად ტოვებს სათამაშო სივრცეს ან სხვა საეჭვო ქმედებები).

საეჭვო საქციელის შემთხვევაში მატჩის არბიტრმა ამის შესახებ უნდა შეატყობინოს სექტორის არბიტრს და თაღლითობის საწინააღმდეგო არბიტრს.

მოთამაშეები გამოიყენებენ მხოლოდ ორგანიზატორების მიერ უზრუნველყოფილ კალმებს. თამაშის დასრულების შემდეგ კალმები უნდა დააბრუნონ არბიტრებთან. მატჩის არბიტრეტი შეაგროვებენ კალმებს, რათა გამოიყენონ შემდეგი თამაშისთვის. მოთამაშეებს არ ექნებათ უფლება ჰქონდეთ "პირადი" კალმები.

მოთამაშეებმა არ უნდა ატარონ მაჯის საათი. სათამაშო სივრცეში დროის გაგება შესაძლებელი იქნება არაერთ ადგილას.

მოთამაშეებმა, რომლებმაც დაასრულეს თამაში უნდა დატოვონ სათამაშო სივრცე. ისინი არ უნდა გაესაუბრონ სხვა მოთამაშეს, რომელიც ჯერ კიდევ თამაშობს.

მოთამაშეებმა ყოველთვის უნდა ატარონ საიდენტიფიკაციო ბეიჯები, რათა არბიტრებმა შეძლონ მათი ამოცნობა და შემოწმების ჩატარება.

კაპიტნებს უფლება აქვთ სათამაშო სივრცეში გამოცხადდენ პარტიის დაწყებიდან მაქსიმუმ 2 საათის დაგვიანებით. მოსვლის შემდეგ, კაპიტნებს არ აქვთ უფლება დატოვონ სათამაშო დარბაზი, სანამ მათი მატჩი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მათ მთელი ტურის მსვლელობისას უნდა ატარონ ბეიჯები. თუ სურთ, რომ მათი მოვალეობა სხვა ადამიანმა შეასრულოს, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობონ მატჩის არბიტრს. ჩანაცვლება შეიძლება მხოლოს ერთხელ თითოეული ტურისას.

ორივე სექციაში იქნება განცალკევებული მოსაწევი სივრცე კაპიტნებისა და მოთამაშეებისთვის, რათა თავიდან ავირიდოთ მათ შორის კონტაქტი. ყველა მოსაწევი სივრცე იქნება თაღლითობის საწინააღმდეგო არბიტრის ზედამხედველობის ქვეშ.

კარგი უერთიერთთანამშრომლობა მოთამაშეებს, კაპიტნებსა და არბიტრებს შორის აუცილებელია, რათა ზემოთ ხსენებული პროცედურები წარმატებულად განხორციელდეს და თავიდან ავიცილოთ თაღლითობა ოლიმპიადის მსვლელობისას.

არბიტრები უნდა მოიქცნენ ზრდილობიანად და მოთამაშეები უნდა დათანხმდნენ შემოწმებას საჩივრისა და უხეში ქმედებების გარეშე. კაპიტნებმა მოთამაშეებს უნდა შეატყობინონ ზემოთ ხსნებეული პროცედურების შესახებ და მათი მოთამაშეები განაწყოს, რომ მზადყოფნაში იყვნენ ნებისმიერი შემოწმებისთვის.

/ ტაკის ნიკოლოპულოსი

მთავარი არბიტრი

43- მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა

/ კლაუს დევენტერ

სექტორის არბიტრი თაღლითობის საწინააღმდეგოდ

43- მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა