განთავსება
განთავსება

ყველა მონაწილე განთავსებული იქნება ხუთ და ოთხ ვარსკვლავიან სასტუმროებში ბათუმში და მის შემოგარენში. გუნდები სასტუმროებში განთავსდებიან ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით, წინა ოლიმპიადაზე გუნდების ასპარეზობის შედეგების მიხედვით. გუნდები გაიგებენ მათთვის არჩეულ სასტუმროს ოლიმპიადაზე რეგისტრაციის დასტურის მიღების შემდეგ. ყველა გუნდი (6 ადამიანი) მიიღებს ორ ორადგილიან ნომერს და ორ ერთადგილიან ნომერს სამჯერადი კვებით. ღია და ქალების გუნდები, იმავე ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელთან ერთად განთავსდებიან ერთი და იგივე სასტუმროში.

  • ვრცლად
  • კონგრესის მონაწილეთა განთავსება

    კონგრესის დელეგატები შერატონისა და ჰილტონის სასტუმროებში განთავსდებიან ერთ ადგილიან ნომრებში უფასოდ და სამჯერადი კვებით, ან მოთხოვნის შემთხვევაში, თავიანთი გუნდების სასტუმროებში (დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კონგრესის სექციას).

    კონგრესის სხვა მონაწილეებმა - თუ ისინი არ არიან გუნდის ნაწილი, ან დაკისრებული აქვთ რაიმე სხვა ფუნქცია, რაც მათ უფასო განთავსების მოთხოვნის უფლებას აძლევს - თვითონ უნდა გადაიხადონ საკუთარი საცხოვრებლის თანხა. გადახდა უნდა განხორციელდეს წინასწარ, ბანკიდან გადარიცხვის მეშვეობით.

  • ვრცლად
  • მნიშვნელოვანი შეტყობინება

    თითოეულ სასტუმროში განთავსებული იქნება საინფორმაციო მაგიდა, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ მიიღონ აკრედიტააციის ბეიჯები, საინფორმაციო ბიულეტინები (რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას, პროგრამას და განრიგს) და საჩუქრები ორგანიზატორებისაგან.

  • ვრცლად