დათო ტურაშვილი
43-ე საჭადრაკო მსოფლიო ოლიმპიადისთვის საავტორო ბლოგს ცნობილი ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი წარმოგიდგენთ. დათო ტურაშვილის ნაწარმოებებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კარგად იცნობენ. მისი წიგნები 14 ენაზეა თარგმნილი, რომელთაგან მკითხველებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „ჯინსების თაობა“ (წიგნი 1983 წელს საქართველოში განვითარებულ რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და თვითმფრინავის გამტაცებლების ისტორიას მოგვითხრობს). 19 თებერვალს კი ბერლინალეს კინოფესტივალზე Co-Production Market-ის სექციამ Books at Berlinale პირველად წარადგინა ქართული წიგნი. არჩევანი დათო ტურაშვილის „სხვა ამსტერდამზე“ შეჩერდა. დაელოდეთ და არ გამოტოვოთ! დათო ტურაშვილი ჭადრაკზე, საქართველოზე და არა მხოლოდ...