კომუნიკაცია და ფული
როგორ განახორციელოთ ზარი

საზღვარგარეთიდან საქართველოში დასარეკად უნდა აკრიფოთ +995, შემდეგ ქალაქის კოდი და ტელეფონის ნომერი. საქართველოს ფარგლებში დასარეკად აკრიფეთ 0, შემდეგ ქალაქის კოდი და ტელეფონის ნომერი.

საქალაქთაშორისო კოდებიბათუმი - 422; თბილისი - 32; ქობულეთი - 426.

მობილური ოპერატორები

ფუნქციონირებს: მაგთი, ჯეოსელი და ბილაინი. თითოეულ მათგანს განსხვავებული ტარიფები აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ზარებზე.

გადაუდებელი დახმარების ნომერი საქართველოში - 112 .

ქართული ენა

საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი ქართულთან ერთად აფხაზური ენა. 

ქართული ენა იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახს განეკუთვნება და იგი თანამედროვე მსოფლიოში არსებულ ცოცხალ ენათა შორის ერთ-ერთი უძველესია. აღსანიშნავია, რომ ქართული დამწერლობა არის ერთ-ერთი მსოფლიოს 14 დამწერლობათა შორის. აჭარაში ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა საუბრობს ქართულად, რუსულად და ინგლისურად.