
ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია. თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღითა და ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კოლორიტული კაფეებით ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ამერიკის სტუმართმასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ ბათუმი დაასახელა როგორც წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქისათვის თანამედროვე სახის მისაცემად ევროპელი არქტიტექტორები მუშაობდნენ. ბათუმის განვითარება მჭიდროდ იყო დაკავშირებული მსოფლიო ეკონომიკისა და ინდუსტრიის განვითარებასთან: სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ცნობილი ძმები ნობელებისა და როტშილდების ოჯახის სამეწარმეო საქმიანობა ბათუმში. კომუნიკაციებითა და სავაჭრო ურთიერთობებით ცნობილი ქალაქი დღესაც გამორჩეულია თანამედროვე არქიტექტურითა და ინვესტიციების სიმრავლით. დღეს ბათუმი ქვეყნის ერთ-ერთი კულტურული ცენტრია. აქ ყოველწლიურად იმართება მრავალი საერთაშორისო ფესტივალი და ღონისძიება, რომელშიც ცნობილი მუსიკოსები და ხელოვანები მონაწილეობენ.
საზღვაო კურორტების ინფრასტრუქტურა, სუბტროპიკული კლიმატი, ზღვის და მთის ჰაერის უნიკალური კომბინაცია შესანიშნავ დასასვენებელ პირობებს ჰქმნის აჭარაში ჩასული დამსვენებლებისათვის. მრავალფეროვანია პლაჟების არჩევანი: ვისაც ზღვაზე დასვენებასთან ერთად ქალაქის აქტიური ცხოვრების გაზიარება გსურთ, ბათუმი იდეალური ადგილია, აქ ზაფხულობით უამრავი კონცერტი, გასართობი და კულტურული ღონისძიება იმართება.
უფრო მშვიდი, ქალაქს მოწყვეტილი, გარემოს შესარჩევად ციხისძირის, ჩაქვის, მწვანე კონცხის ზღვისპირა ადგილებს შეგიძლიათ ესტუმროთ. მყუდრო დასასვენებელი ინფრასტრუქტურაა შექმნილი სარფის, კვარიათის, გონიოს პლიაჟებზეც. განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ქობულეთის პლაჟები.
აჭარის ზღვისპირეთში სუბტროპიკული ჰავაა. აქ თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის. შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჭარბტენიანია, ვიდრე აჭარის მაღალმთიანი რაიონები.
მაღალმთიანი რაიონები დიდთოვლიანობით გამოირჩევა, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე მეტრს აღწევს. სწორედ ამიტომ ზაფხულში ტემპერატურა უფრო დაბალია 24oC დაბლობში და 19oC მაღლობში. ხოლო, ზამთარში ზღვისპირა აჭარაში საშუალო ტემპერატურა 5oC-ია, როცა მაღალმთიან რაიონებში 3oC-მდე აღწევს.
ქართული ფული და ვალუტა საქართველოში ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში (Gel). ძირითადად, გავრცელებულია ანგარიშსწორება ნაღდი ფულით, განსაკუთრებით რეგიონებში და სოფლად. ბათუმის თითქმის ყველა რესტორანში, მაღაზიასა და სასტუმროში ანგარიშსწორება შესაძლებელია საკრედიტო ბარათის მეშვეობით. უცხოური ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია ბანკებსა და სპეციალურ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში.
აჭარაში გადაადგილება მარტივი და კომფორტულია. ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ საკუთარი მანქანით ან დაიქირავონ ნებისმიერი ტიპის ავტომობილი.
ალბათ ათობით ჰოლივუდური სცენის გახსენება შეიძლება, სადაც პანორამული ბორბლის უმაღლეს წერტილში აღმოჩენილი წყვილი ტკბება ხედით და ერთმანეთით. თუ გინდათ, ეს სცენა გაიმეოროთ და თავი ფილმის ნამდვილ გმირად იგრძნოთ, ბათუმში ამის შესაძლებლობა ნამდვილად გაქვთ.
ტრადიციული ქართული კერძები, როგორებიცაა - საცივი, მწვადი, ხაჭაპური, მჭადი, ხინკალი, ჩქმერული, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და ა.შ. ასევე წარმოადგენს აჭარული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს. გარდა ტრადიციული ქართული კერძებისა, აჭარა ადგილობრივი კერძების სიმრავლითაც გამოირჩევა. აჭარულ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალმთიანი ცხოვრების წესმა, რის გამოც რძის პროდუქტები ადგილობრივი კერძების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. მაღალმთიანი აჭარა ხანგრძლივი ზამთრით ხასიათდება, რაც ზრდის საკვები პროდუქტების დიდი ხნით შენახვის საჭიროებას. აჭარულ სამზარეულოში უხვადაა როგორც ბოსტნეულისგან, ასევე ხორცისა და თევზისგან დამზადებული კერძები, აჭარულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტკბილეულობას.2