მოხალისეთა რეგისტრაციის ფორმა
1
პირადი მონაცემები
2
განათლება და გამოცდილება
3
მიმართულებები
4
დამატებითი ინფორმაცია
5
პირობები

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში თანამშრომლობისთვის მოხალისეებად იწვევს ყველაზე მოტივირებულ, ერუდირებულ და ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდებს (18-30 წელი). 

ყველაზე მასშტაბური საჭადრაკო ღონისძიება - 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელიც 2018 წლის 23 სექტემბერს იწყება და 6 ოქტომბერს სრულდება, იმართება ბათუმში (აჭარა). ოლიმპიადის პარალელურად იმართება ფიდესა და კონტინენტთა პრეზიდენტების არჩევნები, 89-ე კონგრესი და სხვა მნიშვნელოვანი საჭადრაკო ღონისძიებები.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაში მონაწილეობენ 190-მდე ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდები.

მოჭადრაკეები, კაპიტნები, არბიტრები, თანმხლები პირები, კონგრესის დელეგატები, უცხოელი ჟურნალისტები საქართველოს 21 სექტემბრიდან ეწვევიან. ფრენები განხორციელდება საქართველოს სამივე აეროპორტში - ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.

გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება 23 სექტემბერს ბლექ სი არენაზე, ხოლო დახურვა 5 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

მოხალისე სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ ენას, დამატებითი ენის ცოდნა მიიჩნევა პრიორიტეტად.

სამუშაო დრო არ აღემატება 8 საათს, თუმცა ის დღე-ღამის ყველა მონაკვეთს მოიცავს სხვადასხვა სივრცეში - აეროპორტი, სასტუმრო, სათამაშო დარბაზი და ა.შ.

არასამუშაო დროს მოხალისეები ერთვებიან ერთიან, სპეციალურად ოლიმპიადისთვის დაგეგმილ სხვადასხვა პარალელურ აქტივობაში.

მოხალისეები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებითა და საცხოვრებელი ადგილით (საჭიროების შემთხვევაში).

მოხალისეთა შერჩევა მოხდება: 

  • სარეგისტრაციო ფორმით და გასაუბრებით.

იჩქარეთ, გახდეთ 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილე. იზეიმეთ მსოფლიოსთან ერთად, გაიცანით და დაუმეგობრდით სამყაროს ყველაზე ჭკვიან ადამიანებს.

მოხალისეთა რაოდენობა შეზღუდულია.