საჭადრაკო კომპოზიციების შედგენის კონკურსი დაიწყო
13 აპრილი 2018
საჭადრაკო კომპოზიციების შედგენის კონკურსი დაიწყო

ბათუმის 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა

საჭადრაკო კომპოზიციების შედგენის კონკურსი

ორგანიზატორები:

  • 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი
  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია

კონკურსი გაიმართება 8 სექციაში:

  • ორსვლიანი ამოცანები - მსაჯი გივი მოსიაშვილი (საქართველო)
  • სამსვლიანი ამოცანები - მსაჯი მაიკ პრჩიჩი (აშშ)
  • მრავალსვლიანი ამოცანები - მიხაილ მარანდიუკი (უკრაინა)
  • ეტიუდები მოგებაზე - მსაჯი დავით გურგენიძე (საქართველო)
  • ეტიუდები ყაიმზე - მსაჯი დავით გურგენიძე (საქართველო)
  • კოოპერაციული ამოცანები -  მსაჯი ვასილ კრიჟანოვსკი (უკრაინა)
  • თვითშამათის ამოცანები - მსაჯი ზორან გავრილოვსკი (მაკედონია)
  • ზღაპრული ამოცანები - მსაჯი პეტკო პეტკოვი (ბულგარეთი)
  • კონკურსის დირექტორი - ფერად კაკაბაძე (ფერხარდ კარმილ) ბათუმი.
  • თითოეულ სექციაში კომპოზიტორიდან მიიღება არაუმეტეს სამი კომპოზიციისა, რომელიც უნდა გაიგზავნოს 2018 წლის 20 სექტემბრისთვის დირექტორის მისამართზე: : admin@chessstar.com
  • თითოეულ სექციაში გამარჯვებულებისთვის დაწესებულია სამი მედალი და დიპლომი.